05 დეკემბერი 2021,   03:53
ვრცლად
აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ბრიკეტირებული ნახშირის საწარმო გაიხსნა

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, "საპატრნიორო ფონდის" პროგრამა "სტარტაპ საქართველოს" და USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში" მხარდაჭერით, მაღალი ხარისხის ბრიკეტირებული ნახშირის საწარმო შპს "ეკოტექნოლოგია" გაიხსნა,რომელიც სრულიად ინოვაციური წარმოებაა და ქვეყნის მასშტაბით ანალოგი არ აქვს.

საწარმო USAID/საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილემ დევიდ ჰოფმანმა, სს "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, "სტარტაპ სართველოს" დირექტორმა გიორგი ლომიძემ და USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში"  ხელმძღვანელმა ქეთევან ჭუმბურიძემ გახსნეს.
 
მაღალი ხარისხის ნახშირი ადგილობრივი ნედლეულით იწარმოება. საწარმოში სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში გაიყიდება და მომავალში მისი ექსპორტიც განხორციელდება.
 
2019-2021 წლებში, სს "საპატრნიორო ფონდის" პროგრამა "სტარტაპ საქართველოს" და USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში"  პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის გაწეულმა ინვესტიციამ 1,500.000 ლარზე მეტი შეადგინა. 

"სტარტაპ სართველო"-ს და USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში" თანამშრომლობის მიზანია, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი შემოსავლების ზრდა  და დასაქმების ხელშეწყობა.
ვიზიტის ფარგლებში, USAID/საქართველოს დელეგაცია სს "საპატრნიორო ფონდის" პროგრამა "სტარტაპ საქართველოს" და USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში" მხარდაჭერით შექმნილ რძის გადამამუშავებელ საწარმოს ეწვია.

დღის ამბები