16 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
"არჩევანს 2 რადიკალურად განსხვავებულ რეალობას შორის ვაკეთებთ" - მამუკა წოწერიამ საარჩევნო კამპანია შეაჯამა

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ საარჩევნო კამპანია დაასრულა. მან ზუგდიდში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან მხარდამჭერებს მიმართა.

"ჩემო მეგობრებო, ჩემო აფხაზეთელებო, სრულიად საქართველო, ჩვენ უკვე ვასრულებთ მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას. 30 ოქტომბერი უმნიშვნელოვანესი არჩევანის დღეა. ღირსების, პრინციპების და ფასეულობების არჩევანის, რომელსაც ზუგდიდი იცავდა და მომავალშიც დაიცავს.

არჩევანს 2 რადიკალურად განსხვავებულ რეალობას შორის ვაკეთებთ, ერთ მხარეს "ქართული ოცნებაა" ჰუმანური მმართველობით, ადამიანური ემოციებით, თანმიმდევრული განვითარებით, სამშობლოსა და ტრადიციების სიყვარულით. მეორე მხარეს კი, საკუთარ ხალხზე განრისხებული "ნაციონალური მოძრაობაა", რომლისთვისაც თვისებრივია კონფლიქტი საზოგადოებასთან, ადამიანის თავისუფლების შელახვა, ღირსების ხელყოფა და დანაშაული," - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

დღის ამბები