29 აგვისტო 2026,   08:38
ვრცლად
ხმაური ზუგდიდის 21-ე უბანზე - ანა წითლიძეს დამკვირვებელი 20 ლარის და ბლოკნოტის ქურდობაში ადანაშაულებს

ზუგდიდი დღეს ურთიერთბრალდებების, დაპირისპირების და ხელჩართული ჩხუბის ეპიცენტრად იქცა. პოლიციაა მობილიზებული 21-ე საარჩევნო უბანზე. ანა წითლიძეს დამკვირვებელი 20 ლარის და ბლოკნოტის ქურდობაში ადანაშაულებს. დეპუტატი გამოკითხვაზეა დაბარებული.

"კომისიის წევრს მომპარეს ჩანთა, რომლიდანაც ამოიღეს ბლოკნოტი და 20 ლარი" - განაცხადა დამკვირვებელმა.

"აურზაურში ბლოკნოტი შემთხვევით დარჩა აივანზე. კამერებმა გადაიღეს რა ეწერა. ეწერა საჯარო მოხელეების სახელები და გვარები. მე გადმომცეს მოქალაქეებმა. არ ვიტყვი ახლა სად არის ეს ბლოკნოტი, უსაფრთხო ადგილას არის და ცოტა ხანში მექნება ისევ მე," - განაცხადა ანა წითლიძემ.

დღის ამბები