30 აგვისტო 2026,   12:01
ვრცლად
ექსპრეზიდენტს შესაძლოა ახალი უფლებადამცველი ჰყავდეს - სააკაშვილის მოსანახულებლად ადვოკატის სტატუსით საპატიმროში ვალერი გელბახიანი შევა

პატიმრობის 33-ე დღე - ყოფილ პრეზიდენტს შესაძლოა ახალი უფლებადამცველი ჰყავდეს. მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ადვოკატის სტატუსით საპატიმროში ვალერი გელბახიანი შევა. 

ადვოკატის განცხადებით, ექსპრეზიდენტის მიმართ 5 ბრალდებაა წაყენებული, მათ შორის ორზე გამოტანილია განაჩენი, 3-ზე კი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ვალერი გელბახიანი სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს, თუმცა ჯერ საქმის მასალებს კარგად არ იცნობს.

ადვოკატის თქმით, მსჯავრდებული ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტია და მის მიმართ დიდი ინტერესი ლოგიკურია.

დღის ამბები