ოზურგეთის N60-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში, ლოტოტრონის პრინციპით გამოვლენილი კიდევ ორი საარჩევნო უბანი გადაითვლება.
პროცედურის რეკომენდაცია ცესკოს თავმჯდომარემ მას შემდეგ გასცა, რაც გაირკვა, რომ ოზურგეთში რვა უბანზე ვიდეოკამერებს ხარვეზი ჰქონდათ ან მისი ჩართვა ვერ მოახერხეს.
წილისყრის შედეგად გამოვლინდა მე-9 და 58-ე უბნები, რომელთა გადათვლა ამ წუთებში იწყება.