პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს იმერეთში. აქტიურ ფაზაშია წყალტუბოში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის ურბანული განახლების სამუშაოები. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა 4 წელზეა გათვლილი და ის ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა. იმერეთში მიმდინარე პროცესს მინისტრი გაეცნო.