20 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ეპიდსიტუაცია სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს - DRI​

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" განცხადებით, ეპიდსიტუაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაიხსნას უკანასკნელ წლებში დაკეტილი საკონტროლო გამშვები პუნქტები და გადასასვლელებთან შესაძლებელი იყოს ვაქცინაციისა და ტესტირების ჩატარება.

DRI​-ში თვლიან, რომ პანდემიას დე ფაქტო ხელისუფლება რეგიონის თბილისისგან იზოლაციისთვის იყენებს, რაც თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის გარდა, უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებაზე.

დღის ამბები