04 მაისი 2024,   23:53
ვრცლად
ლატვიაში იმ თანამშრომლებს, რომლებიც აცრაზე ან დისტანციურ მუშაობაზე უარს იტყვიან კომპანიიდან გაათავისუფლებენ

ევროპა კოვიდ პანდემიის ეპიცენტრშია. გასულ დღე-ღამეში უკრაინაში, ხორვატიაში, სლოვენიასა და სლოვაკეთში ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებლები დაფიქსირდა. ზომებს ამკაცრებს ლატვია, სადაც ახალი რეგულაციით, კომპანიებს შეეძლებათ გაათავისუფლონ ის თანამშრომლები, რომლებიც აცრაზე ან დისტანციურ მუშაობაზე უარს იტყვიან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კი კერძო კომპანიებში დასაქმებულების სავალდებულო ვაქცინაციის ან ყოველკვირეული კოვიდ-ტესტირების შესახებ რეგულაცია 4 იანვრიდან ამოქმედდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თუ ვირუსის გავრცელების ასეთი ტემპი გაგრძელდება ევროპის კონტინეტზე თებერვლამდე შესაძლოა ვირუსით ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპოს.

დღის ამბები