ჭყონდიდის ეპარქიის განკვეთილი ბერები მიტროპოლიტის განკარგულების დამორჩილებაზე უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ ტერიტორიას სინოდის ოფიციალურ განჩინებამდე არ დატოვებენ.
ხმაური და დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს დილაადრიან დაიწყო. 5-მდე განკვეთილი სასულიერო პირი პოლიციამ სალხინოს მამათა მონასტრიდან განყოფილებაში გადაიყვანა. გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრიარქოს მოთხოვნის საფუძველზე მიიღო, რომელმაც ტერიტორიის დატოვებისა და ქონების დათმობის შესახებ წერილი სალხინოში დასჯილებს უკვე გაუგზავნა. ბერები საპატრიარქოს მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, დღეს დილით კი სალხინოს ეკლესიაში წირვის ჩასატარებლად მისულ მიტროპოლიტ სტეფანეს ღვთისმსახურების უფლება არ მისცეს.
ტერიტორია დაატოვებინეს იმ სასულიერო პირებსაც, რომლებიც მეუფე სტეფანემ დასაჯა, მაგრამ მონასტრის დატოვების შესახებ გზავნილი საპატრიარქოდან არ მიუღიათ.
სალხინოს მამათა მონასტრის შესასვლელ კართან პოლიციაა მობილიზებული და გადაადგილება ამ დროდმე შეზღუდულია, დასჯილი ბერები ტერიტორიაზე შესვლას უშედეგოდ ითხოვენ.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, განკვეთილები მონასტრის საძმოს გარდა სხვა პირების შესვლას სალხინოში წინააღმდეგობას უწევენ. ასევე დაპირისპირება მოხდა ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომდგენლებთან, რომელებიც ამ დროისთვის მამათა მონასტრის კელიებში იმყოფებიან. ჩოხოსანთა საზოგადოება ამბობს, რომ ტერიტორიაზე ქონების აღწერას ატარებენ.
ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მამათა მონასტრის კართან მალევე შეიკრიბნენ დასჯილების თანამოაზრეები, რომლებსაც საპატრიარქომ ჯერ კიდევ თვეების წინ უთხრა, რომ ისინი ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხს აწყობდნენ. ამბოხებულები ითხოვენ, რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქია დატოვოს.
დღეს სალხინოში, მონასტრის სიახლოვეს სადაც დადიანების საზაფხულო რეზიდენციაა ფესტივალი კამერატა უნდა გამართულიყო, ორგანიზატორებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა შექმნილი მდგომარეობა, რის გამოც ფესტივალის მისამართის შეცვლა მოითხოვეს.
ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.
ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსა და სამონაზვნო აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ეკლესიიდან განკვეთა.
საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიაში წერილი გაგზავნა, რომელშიც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერებისგან საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსის დატოვებას მოითხოვს. ვადა 4 ნოემბრამდე იყო. თბილისიდან გაგზავნილი წერილი 29 ოქტომბრით თარიღდება, ხელს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს.
სასულიერო პირებს, რომლებიც მეუფე სტეფანემ სექტემბრის ბოლოს ეკლესიიდან განკვეთა - სალხინოს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ. თავად განკვეთილები მიტროპოლიტის განკარგულების დამორჩილებაზე უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ ტერიტორიას სინოდის ოფიციალურ განჩინებამდე არ დატოვებენ.
ხმაური და დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში დილის 6 საათიდან დაიწყო.
სალხინოს ეკლესიაში, სადაც განკვეთილი პირები წირვას ატარებდნენ, მეუფე სტეფანე ჩოხოსნებთან ერთად შევიდა. მიტროპოლიტმა შეკრებილებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი პროცესში სამართალდამცველები ჩაერთვნენ. მათ რამდენიმე პირი ეკლესიიდან იძულებით გაიყვანეს. მარტვილის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილია 5 ადამიანი - მათ შორის ბერ-მონაზონი დანიელ