რა ვითარებაა ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოში - აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლია გოლიაძე "დღის კურიერში" განაცხადა, რომ კლინიკაში ადგილი არ არის, პაციენტებს ვეღარ იღებს და სხვაგან ამისამართებს.
"ამ მომენტში კლინიკაში ადგილები არ არის, ვართ გადაჭედილები, პრაქტიკულად რეანიმაციული საწოლები ჩვენთან აღარ არის. გამოყოფილი გვაქვს 20 რეანიმაციული საწოლი და როგორ ვახერხებთ არ ვიცი, 25 პაციენტი გვიწევს დღეს რეანიმაციაში. გუშინ კიდევ 2 პაციენტი მივიღეთ, სამწუხაროდ შემოსული ახალი პაციენტების რეფერირება მოგვიხდა სხვა კლინიკაში, ინფექციური დეპარტამენტიც არის გადატვირთული.
ვიღებთ მხოლოდ იმდენს, რამდენსაც დღეს გავწერთ. სამწუხაროდ ბევრის გაწერას ვერ ვახერხებთ იმიტომ, რომ შემოსული პაციენტების მდგომარეობა არის მძიმე, ყველა არის ჟანგბად დამოკიდებული და უფრო ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს, ვიდრე აქამდე ყოფილა. ამიტომ, ჩვენს კლინიკაში ვმუშაობთ პრაქტიკულად ზღვარზე," - აცხადებს ლია გოლიაძე.