09 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბერძნეთისთვის შეთავაზებულ ევროზონის ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტკებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბერძნეთისთვის ევროზონის ლიდერთა მიერ შეთავაზებულ ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს.

უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყნის ვალი საკმაოდ არამდგრადია და საჭიროებს ჩამოწერას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას მესამე კრედიტის გამოყოფაში, თუ ევროკავშირის კრედიტორები მკაფიო გეგმას წარუდგენენ.

დღის ბოლომდე საბერძნეთის პარლამენტმა დაფინანსების მისაღებად 4 ახალი კანონი უნდა დაამტკიცოს.

საბერძნეთის პრემიერი პირობას დებს, რომ ორშაბათს ბრიუსელში მიღწეულ შეთანხმებას სრულად შეასრულებს, რადგან ეს არის ქვეყნისა და ბერძენი ხალხის ხსნის ერთადერთი გზა.

დღის ამბები