29 აგვისტო 2026,   01:05
ვრცლად
თბილისი ლიტერატურული მოვლენების ეპიცენტრი გახდა - რა შესაძლებლობას აძლევს დებიუტანტ მწერლებს იუნესკოს პროექტი

მას შემდეგ, რაც იუნესკოს გადაწყვეტილებით თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია, თბილისი ლიტერატურული მოვლენების ეპიცენტრი გახდა.

იუნესკოს პროექტის ნაწილია ასევე კონკურსი დებიუტანტი მწერლებისთვისაც, სადაც 500-მდე მსურველიდან 15 საუკეთესო შეირჩა.

კონკურსის ფარგლებში შერჩეული მონაწილეები თელავს სტუმრობდნენ, სადაც ცნობილი მწერლებისგან რჩევები მიიღეს. ახლა მათი მთავარი დავალებაა, 2 კვირის განმავლობაში დაწერონ მოთხრობა, ჟიური კი 3 გამარჯვებულს წლის ბოლოს გამოავლენს და მათ კრებულსაც გამოსცემს.

დღის ამბები