თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, კანდი მერლანის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სვანური ცეკვის უბადლო შემსრულებელსა და ანსამბლ "რიჰოს" მთავარ ქორეოგრაფს იუბილე პირადად თეა წულუკიანმა მიულოცა.
საღამო ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.