რუსთავში ცოლმა ქმარი სცემა. ქალი "ინფო რუსთავთან" შემთხვევის დეტალებს იხსენებს. როგორც ქალი ჟურნალისტებს უყვება, თავდაპირველად კონფლიქტი საკუთარ დედასთან დაიწყო, რაშიც მოგვიანებით მისი მეუღლე ჩაერია.
"თავდაპირველად კონფლიქტი დაიწყო მე და დედაჩემს შორის. შემდეგ გიორგი ჩაერია, ვეუბნებოდი გაიწიეთქო და არ გაიწია, ხელი მკრა. დაჟე ფრჩხილები დავიმტვრიე მაგის ცემაში.
მესამე განყოფილებაში საჩივარი დაწერა, მცემაო, დაჟე თავისმა დამაც აღიარა, კი ნამდვილად გიჩივლა, გაიხადა და შენი ნაცემი აჩვენაო.
დიახ, გავუსწორდი ფიზიკურად, არაერთხელ გავსწორებივარ. რაც არ მეკადრება ისეთ რამეს რომ მაკადრებენ, ქალი, კაცი, ბიჭი, არ აქვს მნიშვნელობა, ყველას გავუსწორდები.
გიორგისაც ბევრჯერ ვუცემივარ, მაგრამ საქმე აქამდე არ მიმიყვანია. მე ვაფრთხილებდი გაიწიეთქო, არ გაიწია და კაი დაზიანებებიც აქვს. საფეთქელი აქვს დაზიანებული, ნაკბენი აქვს, მწერს, მენატრები და მნახეო და თავის შემაკავებელს ისევ თვითონ არღვევეს,"- აცხადებს ქალი.
წყარო "ინფო რუსთავი".