16 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
"დიდგორი 2021-ის" საველე კომპონენტი ვაზიანის პოლიგონზე ასეულის დონის სწავლებით დასრულდა

უწყებათშორისი სწავლების "დიდგორი 2021-ის" საველე კომპონენტი ვაზიანის პოლიგონზე ასეულის დონის სწავლებით დასრულდა.

სწავლების სცენარის მიხედვით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის "ალფა" ასეულს ოპერაციის რაიონში გადასვლის, მოწყობისა და საბრძოლო მზადყოფნის, ასევე დაშავებულთა ევაკუაციის დავალებების შესრულება მოუწია.

"დიდგორი 2021" წინა სწავლებებისგან შედარებით მასშტაბური და განსხვავებულია, რადგან საშტაბო ნაწილის გარდა საველე კომპონენტებსაც მოიცავს.

დღის ამბები