"გირჩი- მეტი თავისუფლება" დღეს, 14:00 საათზე ზაჰესის იზოლატორთან აქცია-პერფორმანსს გამართავს.
მათი ინფორმაციით, პარტია მჩხიბავს შსს-თვის გააკეთებინებს ჯადოს.
"ქ.ნ-ი სტელა სტამბოლიდან ჩამოვიყვანეთ და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით, დავაგეგმინეთ ჯადო. იგი მეოთხე თაობის მჩხიბავია და მსოფლიოს საუკეთესო მჩხიბავთა 27-ეულში შედის.
ჩვენი მოთხოვნა არის "გირჩი-მეტი თავისუფლების" პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოს არ მოვხსნით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯადოს მოხსნა მხოლოდ ქ.ნ სტელას შეუძლია, რადგან მისი გამოყენებული მაგიის მოხსნა, კონკრეტულად მას მოითხოვს," - აცხადებენ პარტიაში.