19 აპრილი 2024,   17:12
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა

დღეს ბორდოში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ქართველ მორაგბეებს უმასპინძლა. ეს იყო საშემოდგომო სერიის პირველი ტესტ-მატჩი და ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა რამდენიმე ფაქტი - ერთი ის, რომ საფრანგეთი მსოფლიოს 6 საუკეთესო ნაკრებს შორის არის. მეორეს მხრივ, ის, რომ ქართველი მორაგბეების მეორე სამშობლოდ მიიჩნევა, რადგან ამ ქვეყანაში ათეულობით ქართველ მორაგბეს უთამაშია და თამაშობს.

შეხვედრა ფავორიტების გამარჯვებით, 41-15 დასრულდა. იყო არაერთი "ლელო", მათ შორის საქართველოს ნაკრების შესრულებითაც.

შეხვედრას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საფრანგეთის რაგბის კავშირის რეზიდენტისგან, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა - საქართველოს ნაკრების ადგილი მსოფლიოს ტოპ ათეულშია.

მატჩს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და კულტურისა და სპორტის მინისტრიც.

ავტორი: დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები