ოზურგეთში ოთხი შვილის დედა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ მერიაში სამი დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მარტო გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა. 33 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით ის პოლიციას ჩაბარდა. აღნიშნულს არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით არის დაწყებული