09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
არეულობა საბერძნეთში - დემონსტრაცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

არეულობის ფონზე ჩაიარა საბერძნეთის პარლამენტში საერთაშორისო კრედიტორებთან გაფორმებული შეთანხმების კენჭისყრამ. სხდომის გაუქმების მოთხოვნით დაწყებული პროტესტი, რამდენიმე საათში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 30-მდე ადამიანი.

მიუხედავად მოსახლეობის უკმაყოფილებისა, პარლამენტმა ცხარე დებატების შემდეგ შეთანხმება უმრავლესობით დაამტკიცა. ამ საკითხმა თავად პარტია "სირიზაც" ორ  ნაწილად გაყო.

პარალელურად საფრანგეთის ნაციონალურმა ასამბლეამ სრული უმრავლესობით მხარი დაუჭირა საბერძნეთის დახმარების მესამე პაკეტს. ანალოგიური გადაწყვეტილებისთვის ემზადება გერმანიის პარლამენტიც.

დღის ამბები