06 მაისი 2024,   09:45
ვრცლად
კაცს, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმაში მონაწილეობდა, 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

ჯეიკობ ჩენსლის კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმაში მონაწილეობისთვის, 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

51 წლის ჩენსლი კაპიტოლიუმის შენობაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად, მიმდინარე წლის 6 იანვარს შეიჭრა.

დაჯგუფების მოთხოვნა იყო, კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.

საქმეზე ბრალი, საერთო ჯამში, 600-ზე მეტ პირს აქვს წაყენებული.

დღის ამბები