კომპანია "თელასის" ინფორმაციით, 19 ნოემბერს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანიის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს, ნაკადულის, ქინძმარაულის, ბაბუციძის და დიმიტროვის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალეს, ასმათის, ვეფხისტყაოსნის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე სოლომონ მეორეს, დიდი ხეივნის, კრწანისის და გორგასლის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, მეფე სოლომონ მეორეს, კრწანისის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მარუაშვილის, ზაზიშვილის, კაპანაძის, ნორიოს, ფარავნის, ართვინის, მამარდაშვილის, ქინქლაძის, დონდუას, ჩიტაიას, მამრაძის და თეთნულდის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, III, IV, V კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ავჭალის სამხედრო დასახლების, ღვალაძის, გორგაძის, გაბაშვილის, რომელაშვილის, ერისთავის, გობრონიძის, რჩეულიშვილის, ლაგურაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.