20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტები საქართველოშია

COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტები - 2000 დოზა "ტოცილიზუმაბი" და 500 დოზა "რონაპრევე" საქართველოშია.

წამლების შესყიდვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის "Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის" დამატებითი დაფინასების ფარგლებში განხორციელდა. მედიკამენტები სამედიცინო დაწესებულებებში ეტაპობრივად განაწილდება.

"ტოცილიზუმაბი" აქტიურად გამოიყენება COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.

დღის ამბები