რეგიონებში ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებები გრძელდება. პროგრამამ ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა გაზარდა. მოსახლეობასთან შეხვედრებს და ვაქცინაციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს აგრძელებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში ასეთი შეხვედრები უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.
ვაქცინაციის წამახალისებელ ღონისძიებაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მონაწილეობენ, მათ შორის არის მომღერალი ანდრია გველესიანი. მომღერალი მოუწოდებს მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ, რომელიც დაიცავს ირგვლივ მყოფების ჯანმრთელობას.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულიც ზვიად შალამბერიძე. მისი თქმით, ქვეყანაში დღესდღეობით ვაქცინაციის მაშტაბის ზრდა ყველზე მნიშვნელოვანი პროცესია.
"ვაქცინაციის მასშტაბის ზრდა არის ყველაზე მთავარი პროცესი ჩვენს ქვეყანაში დღევანდელ დღეს. როგორც სახელმწიფომ, ცენტრალურმა და ადგილობრივმა მთავრობამ, ასევე თითოეულმა თანამოქალაქემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ აცრების რაოდენობა ქვეყანაში,"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.