29 აგვისტო 2026,   06:29
ვრცლად
დუშეთის მუნიციპალიტეტში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.

სოფლის ამბულატორიებში აცრის მსურველ პენსიონერთა რიცხვი, მთავრობის ინიციატივის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა. ყველა პენსიონერი, ვინც COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს, 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს.

ამ ეტაპზე დუშეთის რაიონში მასობრივი იმუნიზაციის 1 ცენტრი და 6 ამცრელი ამბულატორია ფუნქციონირებს, ადგილზე პროცესს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გაეცნენ და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. 

დღის ამბები