05 მაისი 2024,   21:35
ვრცლად
ისრაელში 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყო

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში უკვე 258 მილიონს აჭარბებს. მონაცემების მატების გამო მკაცრი შეზღუდვები დაწესდა საბერძნეთში, ახალი რეგულაციების შემოღება იგეგმება ნიდერლანდებსა და გერმანიაშიც. ანგელა მერკელი აცხადებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ზომები არასაკმარისია და უფრო მკაცრი შეზღუდვებია საჭირო.

COVID-19 დაუდასტურდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს მას შემდეგ, რაც ბელგიაში ვიზიტიდან დაბრუნდა.

ინფიცირების მაჩვენებლების მატების გამო ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკუთარ მოქალაქეებს გერმანიასა და დანიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

აქტიური ვაქცინაცია გრძელდება ისრაელში, სადაც 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა დაიწყო. იტალიაში კი "ბუსტერ" დოზების მიღებას მოქალაქეები პირველი აცრიდან 5 თვის შემდეგ შეძლებენ.

დღის ამბები