20 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
ზუგდიდში დევნილებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა​ - საცხოვრებელი ფართები გასაღები 600 ოჯახს გადაეცემა

დევნილთა სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს განასახლებს. საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები უახლოეს დღეებში გადაეცემათ.

"დევნილმა ოჯახებმა თავად აირჩიეს მათი კუთვნილი საცხოვრებელი ფართების სართულის და ბინის ნომერი. კვირის ბოლომდე 600 დევნილ ოჯახს გადაეცემა ახალი ბინის გასაღები," - აცხადებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი.

დღის ამბები