20 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
სავარაუდოდ, დამნაშავე და მოკლული მეგობრები იყვნენ - ახალი დეტალები სამგორში მომხდარი მკვლელობის შესახებ

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის შესახებ, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, სამგორის რაიონში ნასვამ პირებს შორის კონფლიქტი ჯერ ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო, შემდეგ კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.  

რამ გამოიწვია დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის, ამის შესახებ ახლობლები და ადგილობრივები არ საუბრობენ.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სავარაუდო დამნაშავე და მოკლული მეგობრები იყვნენ და მათ შორის დაპირისპირება აქამდე არ ყოფილა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 36 წლის მამაკაცი დააკავა, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

დღის ამბები