16 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგს დამატებითი ინფორმაცია დღეს უნდა გადასცეს

დღეს არის ბოლო ვადა, როდესაც მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგს დამატებითი ინფორმაცია უნდა გადასცეს. ამის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უკვე მიღებულ შუალედურ ზომებს განიხილავს.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, მხარეები სტრასბურგს მიაწვდიან ინფორმაციას, თუ რა მოვლენები განვითარდა 10 ნოემბრის შემდეგ.

"24-თან დაკავშირებით არ უნდა შევიქმნათ განსაკუთრებული მოლოდინი, იმიტომ რომ 24 განსაზღვრული იყო თარიღად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით, როცა მხარეებს უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია. ამ თვალსაზრისით 24 რიცხვს განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ აქვს. მხარეები ბუნებრივია მიაწვდიან ინფორმაციას, თუ რა მოვლენები განვითარდა 10 ნოემბრის შემდეგ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ ერთი მხრივ მიმართა მომჩივანს, ანუ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ შეეწყვიტა შიმშილობა, ხოლო მეორეს - მხრივ მოუწოდა მთავრობას მესამე პრეზიდენტისთვის გაეწია ადეკვატური სამედიცინო დახმარება. მხარეებს ინფორმაციის მიწოდებასა და მითითებების შესასრულებლად დრო 24 ნოემბრამდე მიეცათ. 

დღის ამბები