ბათუმის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ამ წუთებში, საკრებულოში და მის გარეთ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს, ადგილზე შეკრებილია ოპოზიცია.
"კურიერის" ინფორმაციით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებიც საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ცდილობდნენ.
იქამდე, სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა. მიზეზი გაურკვეველი ნივთიერებაა რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა ძირს დაასხა, რის შემდეგაც დარბაზში მძაფრი სუნი დადგა. ის პოლიციამ ადგილიდან ზალის გამოყენებით გაიყვანა.
თუმცა, სხდომა მოგვიანებით განახლდა და ბიუჯეტის პროექტიც დამტკიცდა.