25 აპრილი 2024,   11:21
ვრცლად
"მამა" - გორში ერისთავის თეატრში, დღეს კიდევ ერთი სპექტაკლის პრემიერა შედგება

დღეს, გორში ერისთავის თეატრი, კიდევ ერთ პრემიერას გამართავს.

"მამა" ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პიესის ავტორი ფლორიან ზელერი, ხოლო რეჟისორი დავით ჩხარტიშვილია.

"მამა" ფლორიან ზელერის ტრილოგიის მეორე ნაწილია. ერისთავის თეატრის სცენაზე შარშან უკვე დაიდგა სპექტაკლი "ვაჟიშვილი", ამჯერად ისინი "მამას" წარმოადგენენ. მომავალში კი, მესამე ნაწილის დადგმაც იგეგმება, სახელწოდებით "დედა".

"სპექტაკლი ეძღვნებათ მშობლებს... რომლებიც მივატოვეთ," - ამბობს რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი.

დღის ამბები