მსოფლიოში კორონავირუსისი ახალი ვარიანტის გავრცელების ფონზე კიდევ უფრო აქტუალური და საჭირო ხდება ვაქცინაცია. საქართველოში იმუნიზაციის ტემპი თანდათან იმატებს, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება კახეთის რეგიონში.
ამჯერად, მობილური ამცრელი ჯგუფები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გომბორსა და უჯარმაში ჩავიდნენ და მსურველები აცრეს.
"დღევანდელ დღეს სოფელ გომბორში და სოფელ უჯარმაში მობილური ამცრელი ბრიგადებია ჩამოსული, რომლებიც აცრიან მოსახლეობას. თან კარგი არის ის, რომ აცრასთან ერთად პენსიონერი მოსახლეობა მიიღებს საჩუქარს," - ამბობს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, პლატონ კალმახელიძე.