09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
საბერძნეთი 7 მილიარდ ევროს დახმარების სახით მიიღებს

ევროპელების შეთავაზება მიღებულია. საბერძნეთის პარლამენტმა ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა, რომელიც ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების გარანტი გახდა. 

პრემიერის მოწოდება მისი გუნდიდან ბევრმა არ გაიზიარა. დოკუმენტს პარტია სირიზას 30-ზე მეტმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა.

საბერძნეთში ბანკები, სავარაუდოდ, ორშაბათიდან მუშაობას განაახლებენ. ევროპის ცენტრალური ბანკი ოფიციალური ათენისთვის საგანგებო დაფინანსების გაზრდას დათანხმდა. საბერძნეთი სესხს ევროზონისგანაც მიიღებს. ევროზონის ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ქვეყანას სამთვიანი ვადით 7 მილიარდ ევროს გამოუყოფენ. 

ანტიკრიზისულ გეგმას აპროტესტებდნენ პარლამენტის შენობის გარეთაც. ათასობით დემონსტრანტი კენჭისყრის გაუქმებას მოითხოვდა. მშვიდობიანი აქცია მალევე არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა სანაგვე ურნებსა და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციელებზე კი მოლოტოვის კოქტეილებით მიიტანეს იერიში. ნახევარსაათიანი შეტაკებები ათენის ცენტრში 30 დემონსტრანტის დაკავებით დასრულდა. 

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები