ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლაში დაკვამლიანების გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა.
შემთხვევა ქიმიის კაბინეტში მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული და სამუშაოების შედეგად პრობლემა დროულად აღმოიფხვრა. ამჟამად სასწავლო პროცესი აღდგენილია.