09 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
საბერძნეთის კრედიტორები ვალების რესტრუქტურიზაციის იდეას უახლოვდებიან - კრისტინ ლაგარდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი აცხადებს, რომ საბერძნეთის კრედიტორები ვალების რესტრუქტურიზაციის იდეას უფრო უახლოვდებიან. სავალუტო ფონდი დიდი ხანია მოუწოდებს დანარჩენ კრედიტორებს ვალების რესტრუქტურიზაციისკენ, რადგან ამის გარეშე საბერძნეთის ეკონომიკის შეუქცევად ვარდნას პროგნოზირებს.

ათენში კი პრემიერი ციპრასი მინისტრთა კაბინეტთან გასატარებელი რეფორმების შესახებ აწარმოებს კონსულტაციებს.

ქვეყნის პარლამენტმა საერთაშორისო კრედიტორებთან გაფორმებული შეთანხმების პირობები გუშინ დაამტკიცა, რომელიც საბერძნეთს რეფორმების განხორციელების ვალდებულებას აკისრებს.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები