09 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთში მალაიზიური ავიალაინერის კატასტროფის წლისთავია

დღეს უკრაინის აღმოსავლეთში მალაიზიური ავიალაინერის კატასტროფის წლისთავია. ავსტრალიური "ნიუს კორპი" ავრცელებს საგამოძიებო ჯგუფის მიერ მოპოვებულ პირველ ვიდეოკადრებს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, სადაც სეპარატისტები შემთხვევის ადგილზე შავ ყუთს ეძებენ.

ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ეს ფაქტი ტერორისტების მიერ ჩადენილ მკვლელობად შეაფასა.

"სამწუხაროდ, სამოქალაქო თვითმფრინავი და 298 მგზავრი ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან განხორციელდა,"-განაცხადა პეტრო პოროშენკომ. 

კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

"ვაშინგტონი თვლის, რომ ყველაფერი იცის და შეერთებული შტატები ყველაზე აქტიურად უჭერს მხარს უშიშროების საბჭოს საშუალებით ტრიბუნალის მოწყობას. ჩვენთვის იოლი მისახვედრია ამ ტრიბუნალის მიზანი. ის უზრუნველყოფს მათ დასჯას, ვისაც დამნაშავედ ვაშინგტონი სცნობს. გაეროს უშიშროების საბჭოს კი აქამდე თვითმფრინავის კატასტროფა არასდროს შეუფასებია, როგორც საფრთხე გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ,"-განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

 
დღის ამბები