09 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
ანგელა მერკელმა 14 წლის პალესტინელი მიგრანტი გოგონა აატირა

ანგელა მერკელი სოციალურ მედიაში კრიტიკის ობიექტი გახდა, მას მერე რაც ერთ-ერთ სკოლაში ვიზიტისას 14 წლის პალესტინელი მიგრანტი გოგონა აატირა. გერმანიის კანცლერმა მას უთხრა, რომ შესაძლოა, ოჯახთან ერთად მისი დეპორტაცია მოხდეს. მანამდე კი გოგონამ კანცლერთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ გერმანიაში სწავლა სურდა და მასაც თანატოლების მსგავსად ოცნებები ჰქონდა.

გოგონამ ტირილი მას მერე დაიწყო, რაც კანცლერისგან პირადად მოისმინა, რომ პოლიტიკა ზოგჯერ მკაცრია, თუმცა თუ გერმანიაში ჩამოსვლის უფლებას ყველას დართავენ, მაშინ აფრიკიდან მასობრივი მიგრაცია დაიწყება.

ამგვარი პირდაპირი განცხადებების შემდეგ კი კანცლერმა ატირებული გოგონას დამშვიდება სცადა.

 
დღის ამბები