16 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
კერძო სკოლები, ონლაინსწავლება და ზოგადი განათლების დონე - რა კითხვებს დაუსვამს ოპოზიცია განათლების მინისტრს

დღეს პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში განათლების მინისტრს მოუსმენენ. მიხეილ ჩხენკელი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

კერძო სკოლები, ონლაინ სწავლება და ზოგადი განათლების დონე - ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც ოპოზიციის წევრები გაამახვილებენ ყურადღებას.

"პირველ რიგში, კითხვები იქნება დაკავშირებული, რატომ არის საქართველო ბოლო ადგილებზე ყველა საერთაშორისო რეიტინგით, რა გაკეთდა და რატომ არ გაკეთდა "ქართული ოცნების" და მათი მინისტრების მიერ არაფერი იმისთვის, რომ საქართველო დღეს არ იყოს ყველა საერთაშორისო რეიტინგში, პრაქტიკულად, ბოლო ადგილზე,"-აცხადებს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მათი კითხვები განათლების რეფორმასა და განათლების სისტემას შეეხება. 

"კითხვები გვაქვს მომზადებული განათლებისა რეფორმასა და სისტემასთან დაკავშირებით, ასევე, ყველა საერთაშორისო კვლევით, ქართული განათლების სისტემა არის ერთ-ერთ ბოლო ადგილზე. სისტემა თუნდაც ონლაინ სწავლებების, რადგან კოვიდს ვერ ვებრძოლეთ, შესაბამისად, არანაირ განათლებას არ აძლევს ახალგაზრდებს და ესეც რეალობაა,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

დღის ამბები