23 აპრილი 2024,   21:27
ვრცლად
აშენდება თუ არა ლოპოტაზე ჰესი - ლაფანყურის მოსახლეობა მშენებლობის ნებართვის გაცემას აპროტესტებს

აშენდება თუ არა ლოპოტაზე ჰესი - ლაფანყურის მოსახლეობა მშენებლობის ნებართვის გაცემას აპროტესტებს. ადგილობრივები კომპანიას სამუშაოების დაწყების საშუალებას არ აძლევდნენ.

ადგილზე იმყოფებოდა თელავის მუნიციპალიტეტის მერი, რომელთან 2-საათიანი კომუნიკაციის შემდეგ, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრა მოსახლეობასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა მერის თანდასწრებით შაბათს ჩაინიშნა.

მდინარე ლოპოტაზე, 5.9 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობა იგეგმება. "ლოპოტა 1"-ის პროექტის განხორციელებას სოფელ ლაფანყურიდან 7 კილომეტრში, შპს "ართანა ლოპოტა" გეგმავს

დღის ამბები