09 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
სროლა შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე - მოკლულია 4 ჯარისკაცი

სროლა შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე. თავდასხმა ტენსის ქალაქ ჩატანუგაში მდებარე საზღვაო ქვეითების ბაზაზე მოხდა. სამხედრო ობიექტზე შეიარაღებული პირი მანქანით შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 ჯარისკაცი. საპასუხო სროლისას მოკლულია თავდამსხმელიც.

ამერიკული მედიის ცნობით, მსროლელი მუჰამედ იუსეფ აბდულ–აზიზი იყო. სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, რომელი ტერორისტული დაჯგუფების წევრი იყო იგი. მომხდარის შემდეგ ტენესიში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ბარაკ ობამამ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მიუსამძიმრა და ძალოვანებს დანაშაულის უმოკლეს ვადებში გამოძიება დაავალა. გამოძიებაში ფედერალური საგამოძიებო ბიურო ჩაერთო.

დღის ამბები