6 ბალიანი შტორმი იყო ბათუმში - დაზიანებულია სანაპირო ზოლი და ბულვარის ინფრასტრუქტურა. ძლიერმა ტალღებმა ქვიშა და ქვა-ღორღი გამორიყა.
უხვი ნალექის გამო გადაიტვირთა სანიაღვრე სისტემაც. შესაბამისი სამსახურები 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები. ზღვისპირა ქალაქის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.