ზუგდიდის მერიამ, განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე 420-მდე ოჯახს აუცილებელი საჭიროების პროდუქტები გადასცა.
პროგრამა უკვე 4 წელია ხორციელდება, რომელიც სოფლად მცხოვრები მარტოხელა შეჭირვებული ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში საკვები პროდუქტებით დახმარებას ითვალისწინებს.
მუნიციპალიტეტის მერია ბენეფიციარებს ასევე უზრუნველყოფს უფასო კვების პროგრამითაც.
"განსაზღვრულია 413 ოჯახი, რომელსაც მიეწოდება კალათა. კალათა შედგება 6 მნიშვნელოვანი პროდუქტისგან, თითოეულის ღირებულება შეადგენს 120 ლარს. ეს პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენს მოსახლეობას მსგავსი საჭიროებები გააჩნია," - განაცხადა ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ.