18 აპრილი 2024,   20:55
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება გორიდან სასამართლოში - ესკორტმა სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა

მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში სავარაუდოდ თბილისში გადაჰყავთ - "კურიერმა" გადაიღო, თუ როგორ ხდება მე-3 პრეზიდენტის ბადრაგირება გორიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოში.  ესკორტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი უკვე დატოვა.

ინფორმაციას სააკაშვილის გორიდან, თბილისში ბადრაგირების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური სამსახურები არ ადასტურებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი ზუსტად 11:00 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლეთა კოლეგია დღეს - 9 მილიონი ლარის სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე იმსჯელებს.

დღის ამბები