19 აპრილი 2024,   05:58
ვრცლად
ვინ გახდება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე - ენმ-ს 1, ხოლო "ოცნებას" 3 ხმა აკლდება

ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულო დღეს პირველად იკრიბება. მასში 3 პარტიის დეპუტატები არიან წარმოდგენილი. ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე ჯერ უცნობია.

ზუგდიდში მყარი უმრავლესობა არცერთ პოლიტიკურ ძალას აქვს, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა გართულდეს. 

"პროპორცია არის ასეთი: 22 - მანდატი არის "ნაციონალური მოძრაობის", 20 - "ქართული ოცნების" და 3 - გახარიასი, შესაბამისად, ჩვენ გვაკლდება 1 მანდატი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებისთვის, ხოლო "ქართულ ოცნებას" 3 მანდატი. დღეს ჩვენ არ მივიღებთ არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობას და "ქართული ოცნება" საკუთარ თავთან მარტო დარჩება, ეს იქნება კიდევ ერთი ჩვენი პროტესტი," - განაცხადა ენმ-ის წევრმა, ანა წითლიძემ.

"ქართული ოცნების" წევრი, სანდრო სორდია კი ოპონენტებს მოუწოდებს პროცესში მიიღონ მონაწილეობა.

 აღსანიშნავია, რომ სხდომის დაწყებამ ხმაური გამოიწვია. ენმ-ის წევრებმა მოიხოვეს წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნისთვის, რაზეც სხდომის წამყვანმა, უხუცესმა დეპუტატმა მათ მიმართა, რომ ეს სიტუაციის დაძაბვას გამოიწვევდა, ამას კი ოპოზიციასა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოჰყვა.

 

დღის ამბები