20 აპრილი 2024,   11:21
ვრცლად
ქუთაისში საკრებულო სხდომის პარალელურად მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს 

რიგით პირველი სხდომა ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოში საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო.

ადგილზე სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე მივიდა, რომელსაც სხდომაზე შესვლა სურდა, რისი უფლებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქტივისტმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რასაც ზაალ კუხიანიძის დაკავება მოჰყვა.

ქუთაისის საკრებულო 35 დეპუტატისგან შედგება, 18 "ქართული ოცნების" წარმომადგენელია, 17 კი ოპოზიციის. საკრებულოში ჯერ თავმჯდომარე არ აურჩევიათ.

დღის ამბები