27 აპრილი 2024,   02:03
ვრცლად
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დავით მჟავანაძე დააკავა

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დავით მჟავანაძე დააკავა.
ხმაური და დაპირისპირება დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დაკავებული მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. 

პოლემიკაში სხვადასხვა დეპუტატი ჩაერთო და დარბაზში დაცვის სამსახური შემოვიდა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დეპუტატის გოჩა შარაშენიძის დარბაზიდან გაყვანა მისმა თანაპარტიელებმა გააპროტესტეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა და მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი დავით მჟავანაძე დააკავეს.

დღის ამბები