20 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
ხმაური დიდ დიღომში - მწვანე სივრცის დასაცავად გამართული აქციაზე 4 პირი დააკავეს 

დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის 14 ნომერთან, მწვანე სივრცის დასაცავად გამართული აქციის ოთხი მონაწილე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ფეხბურთის სტადიონს, რომლის მშენებლობაც დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის 14 ნომერთან იგეგმება, ადგილმდებარეობა შეეცვალოს.
აქცია დიდ დიღომში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 3 დეკემბერს, ტერიტორიის შემოსაღობად და მშენებლობის მოსამზადებლად რკინის მასალები მიიტანეს.

ამ დროისათვის, აქცია დასრულებულია. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს , ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის შეთანხმება შედგა, რომ ტერიტორიიდან გავა სამშენებლო მანქანა, შემდეგ კი შედგება შეხვედრა ადგილობრივების საინიციატივო ჯგუფსა და ფედერაციას შორის.

დღის ამბები