"ქართული ოცნების" ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი სანდრო სორდიას უპასუხისმგებლო ქმედებებშია დანაშაულებს. მისი თქმით, ოპოზიცია ერთის მხრივ, მხარს უჭერს საკრებულოს უფლებამოსილებას, ხოლო მეორეს მხრივ ამბობს, რომ საკრებულო არ არის კანონიერად არჩეული. სანდრო სორდიას შეფასებით, ოპოზიცია საკუთარ თავთან მოდის წინააღმდეგობაში.
"ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ როგორც ჩვენ, პასუხისმგებლიანმა კომისიამ ჩამოვაყალიბეთ დროებითი სამანდატო კომისია და შესაბამისად, დაიწერა ოქმი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ეს არჩევნები ჩატარდა კანონიერად და სამართლიანად. აღნიშნული ოქმის საფუძველზე კენჭი ეყარა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობას. მათ შორის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი დაუჭირა საკუთარი და სხვისი უფლებამოსილებების ცნობას.
კონტრვერსიულია მათი მსჯელობა. ერთი მხრივ კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს საკრებულოს უფლებამოსილებას, ხოლო შემდეგ თქვეს, რომ ეს საკრებულო არ არის კანონიერად არჩეული. ამიტომაც ისინი საკუთარ თავთან ჩიხში შედიან და საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან პირველ რიგში," - განაცხადა სანდრო სორდიამ.
ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურით დაიწყო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბათუმის საკრებულოს ახლად არჩეული წევრის ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები მიიტანეს, რომლის გარდაცვალებასაც ზეწოლას უკავშირებენ. ზუგდიდი საკრებულოში სულ სამი პარტიაა და მყარი უმრავლესობა არცერთ პოლიტიკურ ძალას აქვს შესაბამისად თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა და სხდომა 1 კვირით გადაიდო.
ცნობისთვის, ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოში ენმ-ს 22 მანდატი აქვს, "ქართულ ოცნებას" 20, ხოლო გახარიას პარტიას 3.