20 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
ვაქცინა ახალ შტამთან მიმართებაში საკმაოდ აქტიურია, ჩვენ მზად ვართ მის სამართავად - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინა ახალ შტამთან მიმართებაში საკმაოდ აქტიურია. ასევე მისი განმარტებით, ქვეყანა ახალ შტამს მომზადებული შეხვდება:

"ვაქცინა ახალ შტამთან მიმართებაში საკმაოდ აქტიურია. ჩვენ მზად ვართ და ასევე ვართ ყველანაირად ინფორმირებულები თუ როგორ უნდა იმართოს ახალი შტამი. ამაზე გვქონდა ჯანმოსთან ჩართვა და კვლავ ველოდებით, რომ გაგვიზიარონ მსოფლიო წამყვანი ექიმების პრაქტიკა მკურნალობასთან დაკავშირებით,"- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. 

დღის ამბები