26 აპრილი 2024,   08:19
ვრცლად
სასამართლო პროცესი ოზურგეთის სასამართლოში: ენმ-ის წევრს დავით მჟავანაძეს მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა​

სიტყვიერი შენიშვნა დაკავებულ დეპუტატს - ოზურგეთის სასამართლომ დავით მჟავანაძის მიმართ ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული პრეტენზიები მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს ხულიგნობაში, პოლიციის შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებდნენ. საბოლოოდ, სასამართლოზე წაყენებული ბრალის ნაწილი არ დადასტურდა, მეორე ნაწილის განხილვისას კი მოსამართლემ სამართალდარღვევის კონტექსტი და მოქმედების ადგილი გაითვალისწინა.

ინციდენტი რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის დროს მოხდა.

"ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, სადაც ნათლად დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა რეგლამენტის უხეშ დარღვევას, ოღონდ არა ჩვენი მხრიდან, არამედ "ქართული ოცნების" წარმომადგენლის მხრიდან, მათ შორის, პოლიციელების მხრიდან, რომლებიც შეიარაღებულები შემოიჭრნენ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ივანიშვილის სასამართლო ბოლომდე, რა თქმა უნდა, ვერ გამამართლებდა და მან მიიღო გადაწყვეტილება, სიტყვიერი შენიშვნით შემოფარგლულიყო," - ამბობს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი დავით მჟავანაძე.

დღის ამბები