18 აპრილი 2024,   23:34
ვრცლად
საგარეჯოში, სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 

საგარეჯოში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ღამით მოხდა. ცეცხლი, თავდაპირველად, საცხოვრებელი სახლის ერთ ნაწილს გაუჩნდა და სწრაფად გავრცელდა.

შემთხვევის დროს სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ძლიერი დაკვამლიანების გამო ერთმა მათგანმა გამოსვლა ვერ შეძლო. მამაკაცი მიღებული დამწვრობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი ჯერ უცნობია.

დღის ამბები